თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუ აშშ-ისრაელის ურთიერთობებში კრიზისის შექმნას ცდილობს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ისრაელის ურთიერთობებში კრიზისის შექმნას ცდილობს.

„როგორც ჩანს, ისრაელის პრემიერის ოფისი ირჩევს პრობლემის აღქმის შექმნას, როდესაც მათ ამის გაკეთება არ სჭირდებათ.

ჩვენ რაღაცნაირად დაბნეულები ვართ ამით. ეს არასავალდებულო რეზოლუციაა, ამიტომ არანაირი გავლენა არ აქვს ისრაელის უნარზე, განაგრძოს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩანს, [ისრაელის] პრემიერის აპარატი საჯარო განცხადებებით მიუთითებს, რომ ჩვენ შევცვალეთ პოზიცია. ჩვენ არ შეგვიცვლია“, – განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ გაგზავნის დელეგაციას ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს წინადადებაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები