გერმანიაში ავტობანზე 40 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაღუპულები

გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგითან ავტობანზე 40-მდე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 27 დაშავდა.

ამის შესახებ dpa წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გზის სველ მონაკვეთზე 24 მარტს სამი ავარია მოხდა.

პირველ ავარიაში 17 მანქანა მონაწილეობდა, რა დროსაც 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა, 9 – საშუალოდ.

პირველი ავარიიდან რამდენიმე წუთში, რამდენიმე მეტრის დაშორებით გაჩერებულ ავტომობილებს სხვა მძღოლები შეეჯახნენ. შედეგად, 3 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, 14 ადამიანი დაშავდა.

ამ ინციდენტებიდან დაახლოებით 30 წუთში, გზის ამავე მონაკვეთში კიდევ ერთი ავარია მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა, ორი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები