მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება – ემანუელ მაკრონი მომხდარს გმობს და იმედს გამოთქვამს, რომ ტერაქტში ჩართული ყველა პირი საკადრისად დაისჯება.
მაკრონი მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებს.
“საფრანგეთი მკაცრად გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. სოლიდარობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, დაშავებულებს და რუს ხალხს“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, 22 მარტის საღამოს, მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი „პიკნიკის“ კონცერტზე შეკრებილებს, უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.