შარლ მიშელი: ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას გმობს – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიშელი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

“ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ნებისმიერ ადგილას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის განადგურება ადამიანური ტრაგედიაა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს”, – წერს ის.

ცნობისთვის, 22 მარტის საღამოს, მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი „პიკნიკის“ კონცერტზე შეკრებილებს,  უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები