გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში ჩავიდა და მოგვიანებით ღაზასთან საზღვარს ეწვევა.

ასევე, ანტონიო გუტერეში ელ-არიშის საავადმყოფოში ღაზის სექტორიდან ევაკუირებულ პალესტინელ პაციენტებს მოინახულებს.

“როიტერის” ცნობით, ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ გაიმეორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები