„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა, მათგან 3 – ბავშვია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრე ვორობიოვის ცნობით, მოსკოვის საავადმყოფოებსა და რაიონებში 115 დაშავებულია მოთავსებული, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტის საღამოს, მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი „პიკნიკის“ კონცერტზე შეკრებილებს, უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.