გოგი მეშველიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს – “მადლობა თქვენი არცთუ მარტივი საქმიანობისთვის, გისურვებთ ბევრ წარმატებას!”
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!
თქვენი შრომა და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.
მადლობა თქვენი არცთუ მარტივი საქმიანობისთვის. გისურვებთ ბევრ წარმატებას!”, – წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.