ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.
UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.