ირაკლი ლატარია: თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, აღარ უნდა ახსენებდეს საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ, ხოლო თუ არ არის საჩუქარი, უნდა ვიცოდეთ, რის სანაცვლოდ მოგვცეს

თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, აღარ უნდა ახსენებდეს აღნიშნულ საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ, ხოლო თუ აღნიშნული თანხები არ არის საჩუქარი, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რის სანაცვლოდ მოგვცეს ჩვენ ესა თუ ის თანხები, – წერს ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ექსპერტი იხსენებს „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ისინი შეერთებული შტატების საელჩოს მეტი გამჭვირვალობისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

„მგონი, ყველას კარგად გვახსოვს ,,ხალხის ძალის” ეს განცხადება. გამოდით და ვის შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ ამ ყველაფერს? აშშ, მართლაც რომ გვეხმარება წლებია, მაგრამ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, მაშინ აღარ უნდა ახსენებდეს აღნიშნულ საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ (ბოლო – ბოლო საჩუქარია და მორჩა), ხოლო თუ აღნიშნული თანხები არ არის საჩუქარი, მაშინ უნდა ვიცოდეთ თუ რის სანაცვლოდ მოგვცეს ჩვენ ესქ თუ ის თანხები? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქართველებს პატივისცემის დანახვა შეგვიძლია, მაგრამ თუ ნებისმიერი დახმარება თუნდაც ერთი ქართველის სიცოცხლეს სანაცვლოდ უნდა მოხდეს – მაშინ ჩვენ ,,პასს”. (ვგულისხმობ ომში ჩართვას). თუ ასე გადაჭრით შევეცდებით აღნიშნული საკითხის დალაგებას, მაშინ ყველაზე დიდი დახმარება რაც კი ოდესმე საქართველოს მიუღია ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა და ამ დროს რა ხდება? …

მოკლედ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვისაც სურს დაეხმაროს ჩემს ქვეყანას, მაგრამ – არამც და არამც, ქართველის სისხლის ფასად / წერტილი…

პს: ხალხის ძალის განცხადებაში, ყველა სიტყვას ვეთანხმები – და კარგი იქნება თუ შევეჩვევით, არ დაჩოქებას და ყველაფერზე თავისი სახელის დარქმევას..“ – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები