“კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა გავლენას ახდენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს, რადგან ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მისი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი.

ამის შესახებ მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს Azertag-თან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა გავლენას ახდენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს. მე მივესალმები პრეზიდენტ ალიევის განცხადებას, რომ აზერბაიჯანი ახლა უფრო ახლოს არის სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. მოსაგვარებელი მხოლოდ რამდენიმე საკითხი რჩება. მაგრამ მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე – აზერბაიჯანიც და სომხეთიც – გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა მოძებნონ და შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე, შექმნან პირობები ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რადგან ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხალხისთვის. ეს მნიშვნელოვანია ინვესტიციების განვითარებისთვის პირობების შესაქმნელად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ნებისმიერი ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა. ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა გავლენას ახდენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ნატოს მოკავშირეების ინტერესებშია გრძელვადიანი მშვიდობა.  მე მტკიცედ მჯერა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხანგრძლივი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები