“აზერბაიჯანი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით” – სტოლტენბერგი

NATO Secretary General Jens Stoltenberg gestures as he addresses media representatives at a press conference at NATO Headquarters in Brussels on July 6, 2023, following a meeting between the foreign ministers of Turkey and Sweden. (Photo by François WALSCHAERTS / AFP) (Photo by FRANCOIS WALSCHAERTS/AFP via Getty Images) NATO Secretary General Jens Stoltenberg speaks at a press conference in Brussels, Belgium, on July 6. François Walschaerts/AFP/Getty Images

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აზერბაიჯანი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.

ამის შესახებ მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს Azertag-თან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც კრემლის ლიდერმა გაზის გამოყენება ინსტრუმენტის სახით დაიწყო, ევროპის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება და, ამ მხრივ, აზერბაიჯანის მიერ მოცულობის გაზრდამ ქვეყნებს ამის გაკეთების საშუალება მისცა.

“აზერბაიჯანი ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ პრაქტიკულ პარტნიორობასა და პოლიტიკურ დიალოგს. მაგრამ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ნატოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაზის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება დაიწყო და ცდილობდა, ნატოს მოკავშირეების ყურადღება ომისგან გადაეტანა. ნატოს ევროპელი მოკავშირეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო რუსულ გაზზე უარის თქმა. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანიდან მიწოდების ზრდამ ნატოს მოკავშირეებს საშუალება მისცა, რუსეთზე, როგორც გაზის მიმწოდებელზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულიყვნენ. ეს ყველაფერი გაკეთდა ძალიან სწრაფად, ეფექტურად და საკმაოდ წარმატებით, ძალიან რთული გარემოებების გათვალისწინებით. ახლა საჭიროა აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის შემდგომი გაზრდა, დაახლოებით 12 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რაც წარმოადგენს ევროპაში გაზის მოხმარების მნიშვნელოვან ნაწილს და ზოგიერთი მოკავშირისთვის აზერბაიჯანული გაზი ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები