IDF-მა “ჰამასის” იერარქიაში მესამე პირი მოკლეს – 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასულ კვირას “ჰამასის” საბრძოლო ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, მარვან ისა მოკლეს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, მარვინ ისა დაჯგუფების იერარქიაში მესამე პირი იყო.

“დანარჩენი უმაღლესი ლიდერები, სავარაუდოდ, გვირაბების ქსელში იმალებიან, მაგრამ სამართლიანობა მათაც იპოვის“, – თქვა სალივანმა ბრიფინგზე.

“ჰამასის” ოფიციალურ პირებს ისას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

თავის მხრივ, ისრაელელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ 11 მარტს ღაზას ცენტრში ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკთან მიწისქვეშა კომპლექსზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რომლის მიზანი მარვინ ისა იყო. სამხედროების თქმით, ის იყო 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ისა იყო მოჰამედ დეიფის მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობს “ჰამასის” გასამხედროებულ ფრთას – “ალ-კასმის ბრიგადებს”.

IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ მაშინ თქვა, რომ გაურკვეველია, დაიღუპა თუ არა ისა ოპერაციის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები