სენატორი ლინდსი გრემი ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას სთხოვს

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სთხოვს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელონ.

„მე ვთხოვ ბაიდენის ადმინისტრაციას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აშშ-ის კანონმდებლობით“, – განაცხადა სენატორმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, კრემლის მფლობელის 87% მხარდაჭერა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ნდობა შეუძლებელია.

„პრეზიდენტი პუტინი ამ არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურია. აშშ-ის კანონმდებლობით, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის შემოღება მნიშვნელოვანს გახდის მეორად სანქციებს კომპანიების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ.“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები