IDF: ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდის დროს „ჰამასის“ 20 შეიარაღებული პირი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე რეიდის დროს „ჰამასის“ 20 შეიარაღებული პირი მოკლეს.

მათივე ცნობით, სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს დილით დაიწყო, ათობით ადამიანი დააკავეს და დაკითხვაზე იმყოფებიან.

ამასთან, საავადმყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მიერ თავიანთ ტერორისტებს საავადმყოფოში მიეწოდებოდათ.

როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აღნიშნა, თავდაცვის ძალებმა საავადმყოფო ტერორისტებისთვის „ხაფანგად“ აქციეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები