ჯონ კირბი: დონბასში უკრაინის არმიას საბრძოლო მასალა ეწურება და იძულებულნი არიან უკან დაიხიონ

National Security Council Coordinator for Strategic Communications, John Kirby, speaks during the daily briefing in the Brady Briefing Room of the White House in Washington, DC, on September 16, 2022. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)

დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალა ეწურება და ამის გამო ისინი იძულებულნი არიან უკან დაიხიონ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„მათ დონბასში საბრძოლო მასალა ეწურებათ და ახლა უკან იხევენ თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებზე. ოკუპანტები აგრძელებენ ზეწოლას დასავლეთის მიმართულებით. მათ [უკრაინელებს] მხარდაჭერა სჭირდებათ. დრო არის არსებითი“, – აღნიშნა კირბიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას ითვალისწინებს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატას კანონპროექტი კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანია.

12 მარტს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 300 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები