“საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს, ცეცხლი უნდა შეწყდეს!” – გებრეისუსი ალ-შიფას საავადმყოში ოპერაციაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ისრაელის ძალებმა “შიფას” საავადმყოფოში ოპერაცია დაიწყეს.

როგორც ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, ბრძოლები „საფრთხის უქმნიან ჯანდაცვის მუშაკებს, პაციენტებს და მშვიდობიან მოსახლეობას“.

ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

„ძალიან ვართ შეშფოთებულები ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალში არსებული ვითარებით. საავადმყოფოები არ უნდა იყოს ბრძოლის ველი. ალ-შიფამ ახლახან აღადგინა ჯანდაცვის მინიმალური სერვისები. ნებისმიერი საომარი მოქმედებები ან ობიექტის მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სერვისებს, სასწრაფო დახმარების მანქანებთან ხელმისაწვდომობას და სასიცოცხლო  მარაგების მიწოდებას. საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. ცეცხლი უნდა შეწყდეს!” – დაწერა გებრეისუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები