იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.

სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.

დღეს, 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები