ირაკლი კობახიძის მოწვევით, ილია თოფურია საქართველოში ჩამოვა და საქართველო-ლუქსემბურგის ნაკრების თამაშზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება.

ამასთან, როგორც ცნობილია, 27 წლის მებრძოლი საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები