მედია: ბელგოროდზე მასობრივი შეტევაა დაანონსებული, მომავალი საათი ქალაქისთვის ყველაზე მძიმე იქნება

რუსეთის თავისუფალი რეგიონის წევრები აცხადებენ, რომ მომავალი საათი ბელგოროდისთვის ყველაზე მძიმე იქნება, დაანონსებულია უკვე მასობრივი შეტევა. მათი თქმით, ამ საათის განმავლობაში სამხედრო ობიექტებზე იქნება მიტანილი იერიშები და საბრძოლო მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური გახდება.

ამ ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 10 სარაკეტო თავდასხმა მოიგერია და სიტუაცია სტაბილურია, თუმცა, ბელგოროდიდან აქტიურად ვრცელდება თავდასხმის კადრები.

“ამ დროისთვის, ბელგოროდში სხვადასხვა სახის დაზიანება გამოვლინდა ერთი მაღაზიისა და სამრეწველო საწარმოს ერთ-ერთ შენობაში. ბელგოროდის რაიონში ორი კერძო სახლი, ერთი დამხმარე შენობა და ოთხი მანქანა დაზიანდა. ასევე, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთ ჰექტარ ფართობზე მშრალ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. კარდაკარ შემოწმება გრძელდება“, – წერს გლადკოვი.

რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონის წევრები ხალხს ევაკუაციისა და უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ შეტევები ინტენსიურია, თავს საპირფარეშოებს და დერეფნებს აფარებენ, რადგან თავშესაფრებში ჩასვლას ვერ ასწრებენ. მიუხედავად ყველაფრისა, აფეთქებების ფონზე საარჩევნო პროცესი რუსეთის ზოგიერთ ქალაქებში მაინც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები