“რუსულ ქალაქებს უკრაინა არა, რუსეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები ბომბავენ” – უკრაინელი ექსპერტი

უკრაინელი ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ბელგოროდში შეტევები სულ უფრო გაძლიერდება და მასობრივი გახდება.

მათი განცხადებით, ამ ყველაფერში უკრაინის შეიარაღებული ძალები მონაწილეობას არ იღებს და ამ ყველაფრის შემოქმედები ის რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც რუსეთის პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება სურთ.

განუსაზღვრელი რაოდენობის საჰაერო იერიში განხორციელდა ბელგოროდზე, ეს იყო საარტილერიო იერიში და უპილოტო აპარატები. ეს ჩვენ არ ვბომბავთ, ეს თავისუფალი რუსეთის ლეგიონია! დღეს ბელგოროდიდან ერთი ახალი ამბავი მეორეს მიყოლებით მოვა იმიტომ, რომ რუსი ოპოზიციონერები უკვე ბომბავენ ოლქს არტილერიით, მათ გააფრთხილეს ისინი წინასწარ, რომ გაეყვანათ მოქალაქეები. ომმა გადაინაცვლა რუსეთის ტერიტორიაზე და ეს ჩვენთვის სასიამოვნო სანახავია. იერიშები არ მიაქვს უკრაინულ ჯარებს, რუსულ ქალაქებს რუსეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები ბომბავენ”, – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი, მიხეილ შეიტელმანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები