ბელგოროდში, საარჩევნო უბანზე აფეთქებებია

ბელგოროდში, საარჩევნო უბანზე აფეთქებაა – ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ ქალაქში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის ათი ჭურვი ჩამოვარდა.

სარაკეტო საფრთხის გამო, ხმის მიცემისას მისული ხალხი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საარჩევნო უბანი და თავშესაფარში წასულიყო.

“არჩევნებზე ჩრდილის მიყენების და სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა” – ასე ეხმაურება ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი რუსეთის რეგიონებზე თავდასხმებს.

“ეს ძალოვანებს ვანდოთ, მათი თემაა შეფასების გაკეთება ამ გამოძრომებზე… ის, რომ ასე თუ ისე ისინი ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ საპრეზიდენტო არჩევნებს, ცდილობენ ვითარების დესტაბილიზებას, სავსებით ცხადია”, – ამბობს პესკოვი.

ცნობისთვის, აფეთქებების ფონზე გრძელდება საარჩევნო პროცესი რუსეთის ზოგიერთ ქალაქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები