თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
11 აპრილს, ახალ თეატრში, Touch Plarform-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს Touch RGB-ს ჩაეყრება საფუძველი, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, Touch RGB წელს 10 საერთაშორისო ვარსკვლავურ ლაინაფს წარმოგვიდგენს, მათ შორის არიან:
1. Pablo Stainley – MUSHO-ს დამფუძნებელი,
2. Jonas Lempa – Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი
3. Fonz Morris – Nefflix, პროდუქტის წამყვანი დიზაინერი
4. Ferdi Alici – OUCHHH – დამფუძნებელი
5. DINES® – Studio BLUP – დამფუძნებელი
6. Cleber De Campos – Pentagram – კრეატიული დირექტორი
7. Alon Chitayat – Animation Studio – დამფუძნებელი
8. Vasjen Katro – Baugasm – დამფუძნებელი
9. Perdo Messias – OMSE-ის დამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი
10. Sofia Papadopoulou – არტ დირექტორი/გრაფიკული დიზაინერი, Awwward-ის ჟიურის წევრი
11. Jimmy Elias – SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი
Touch RGB-ში ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და სხვა აქტივობები.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ტური, რომელიც 12-14 აპრილს გაიმართება. 3 დღის განმავლობაში UI/UX თემატიკაზე ვორქშოფები მოეწყობა.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: Georgia Travel, Chateau Mukhrani, DBlock, Adjaragroup, Holy Motors, GIPA.