ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში თურქ და ქართველ კოლეგებთან სამმხრივ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან.

მისივე თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„ჩვენი თანამშრომლობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან საიმედო პარტნიორები. ამას გარდა, ბოლო წლებში რეგიონში მომხდარი ისტორიული ცვლილებები არის აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ დონეზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შედეგი“, – განაცხადა ბაირამოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები