ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ლიხტენშტაინთან გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტში
ჩვენი გუნდისა და ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლიხტენშტაინში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე, ერთ-ერთი ამოცანა ლიხტენშტაინთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაა.
“ჩვენი გუნდისა და ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ამიტომ ჩვენს გუნდს პრიორიტეტად აქვს გაცხადებული ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან და ჩვენი ამოცანაა, ლიხტენშტაინთან ასევე გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ლიხტენშტაინში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.