ილია დარჩიაშვილი: ძალიან დროულია ბაქოში სამმხრივი ფორმატის ჩატარება, გვაქვს რეგიონში უამრავი გამოწვევა, სწორედ მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, შესაძლებელია ამ გამოწვევების გამკლავება

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით ბაქო სამმხრივი ფორმატის მეცხრე შეხვედრას მასპინძლობს.

ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს. სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხსა და მისი გაძლიერების პერსპექტივებს განიხილავენ.

დარჩიაშვილის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონულ დონეზე. გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ სამ ქვეყანას შორის, როგორ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ, გარდა დიპლომატიური და სახელმწიფოთა შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო კოორდინაცია. ძალიან დროულია დღეს ამ ფორმატის ჩატარება, რადგანაც ჩვენ გვაქვს რეგიონში უამრავი გამოწვევები, შესაძლებლობები და სწორედ მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, შესაძლებელია ამ გამოწვევების გამკლავება და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები