ბექა ოდიშარია – “ვეტინგზე”: ის ადამიანები ხმაურობენ როგორც წესი და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ

ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, თავი დაანებონ კეკლუცობას. წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო
– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს გამოეხმაურა, რომელიც  “ვეტინგთან” დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს,  შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ სწორედ ეს ორი მოსამართლე არ არის რაღაცაში კეთილსინდისიერი.

“მე, როგორც პარლამენტის წევრს და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს, რომ შევიდე კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, მათაც დაანებონ თავი კეკლუცობას, იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოსო. შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები. ხომ იცით, როგორც ხდება, ის ადამიანები ხმაურობენ როგორც წესი და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ,” – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები