შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ლიხტენშტაინის სამთავროში შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ლიხტენშტაინის სამთავროში შეხვედრებს იწყებს.
ლიხტენშტაინის სამთავროში ეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
როგორც პაპუაშვილმა
განაცხადა, დღეს შეხვედრა იგეგმება პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას პარლამენტებს შორის. ლიხტენშტაინი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის თავმჯდომარეობას, რათა ევროპის საბჭოში საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი. ლიხტენშტაინი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩვენი რეზოლუციის გაეროში, რომელიც საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვექნება საუბარი. ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ტურბულენტურ პერიოდში საქართველოს აქვს გართულებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.