ალექსანდრე რაქვიაშვილი: ოპოზიციის ნაწილს, რომელიც “ვეტინგის” სისტემას ითხოვს, უბრალოდ, იდეები არ აქვს, რა უქნას სასამართლოს და ბრმად აჰყვა “ენჯეოშნიკებს”
“გირჩი” ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესწავლისთვის სპეციალური მექანიზმის ჩამოყალიბების იდეის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორს “ბრმად აჰყვა”.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის ცვლილებას ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება.
“ოპოზიციის ნაწილს, რომელიც “ვეტინგის” სისტემას ითხოვს, უბრალოდ, იდეები არ აქვს, რა უქნას სასამართლოს და ბრმად აჰყვა “ენჯეოშნიკებს”, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე ჩააგდეს სასამართლო რეფორმა. “ვეტინგის” იდეა არც კი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის იდეას, ეს არის რეფორმის იმიტაცია. სასამართლო რომ შეიცვალოს, სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.