დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობის” და მასთან აფილირებული NGO სექტორის მხრიდან “ვეტინგის” მოთხოვნა გამოხატავს მათ სურვილს, სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობის” და მასთან აფილირებული NGO სექტორის მხრიდან “ვეტინგის” მოთხოვნა გამოხატავს მათ სურვილს, სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში.

მისივე თქმით, მოქმედი საკანონმდებლო სივრცე მოსამართლეთა კვალიფიკაციისა და მათი პროფესიონალიზმის შესამოწმებლად დამაკმაყოფილებელია, ყოველგვარი “ვეტინგის” გარეშე.

“ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული NGO სექტორის მხრიდან “ვეტინგის” მოთხოვნა გამოხატავს მათ სურვილს, სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, რაც გზას გახსნის რევანშისკენ, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ. საკანონმდებლო სივრცე, რომელიც საქართველოში მოქმედებს, არის სრულიად დამაკმაყოფილებელი, იმ კუთხით, რომ მოსამართლეთა კვალიფიკაცია და მათი პროფესიონალიზმი შემოწმდეს ყოველგვარი “ვეტინგის” გარეშე”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები