საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აზერბაიჯანში მისი ვიზიტი 16 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო მომდევნო კვირაში ის სომხეთში ჩავა.
„მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, მეზობელ ქვეყნებს ვეწვევი. შაბათს ვიზიტი გვაქვს აზერბაიჯანში, ერთ კვირაში – სომხეთში.
ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. ასეთია, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რაშიც, როგორც იცით, საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.