იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.
ამის შესახებ მან ბრიუსელში პრესკონფერენციაზე თქვა.
მისი თქმით, საქართველო ალიანსის ღირებული პარტნიორია და ისევე, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.
„საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა – და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.