გიორგი ვოლსკი: ფასებთან დაკავშირებით პროპაგანდა ვერ იმუშავებს

,,ფასებთან დაკავშირებით პროპაგანდა ვერ იმუშავებს. ყალბი, თაღლითი ადამიანები ხალხს ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავიანთი მმართველობის პერიოდში ყურადღებას არ აქცევდნენ, მათ როზნერი წარმატებას ვერ მოუტანს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ფასებთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ შეღავათიანი მდგომარეობაა.

„კამპანია გაცილებით ბინძურია, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. ფასების პრობლემაზე აპელირებენ ის ადამიანები, რომლებიც ნულოვანი სოციალური დახმარებით ედგნენ მხარში საზოგადოებას. ხალხს მინიმალური ჰქონდათ ხელფასიც, შემოსავალიც და სოციალური დახმარების პაკეტი საერთოდ ნულოვან დონეზე იყო.

კვლევა გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ფასებთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ შეღავათიანი მდგომარეობაა. ეს პრობლემის არარსებობაზე არ მიუთითებს, მაგრამ გადახედეთ, რამხელა შეღავათები აქვთ მედიკამენტების, ჯანდაცვის, სასკოლო და საბავშვო ბაღის, უმაღლესი განათლების კუთხით. უამრავის ჩამოთვლა შეიძლება, რითაც სახელმწიფო საზოგადოებას ეხმარება, გვერდით უდგას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები