გიორგი ვოლსკი: “საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს
მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს. მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციაა, ყოველ შემთხვევაში, განვითარებული ქვეყნების სივრცეში. პროკურორის პოზიცია იქნება, მოსამართლის თუ ცესკოს თავმჯდომარის, მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ თავისი საყვარელი საბოტაჟის გეგმა და სტრატეგია განახორციელოს.
როგორ შეიძლება, ისეთი სტანდარტი შემოიღო ქვეყანაში, რომელიც ზოგადად ევროპაში არ არსებობს? – გამორიცხულია ასეთი სტანდარტის შემოღება. ამ განცხადებების უკან ხომ სხვა რამე დევს? – ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ როგორმე ხელში აიღონ მართვის ბერკეტები და განახორციელონ ის სანუკვარი გეგმა, რაც აქამდე გააჩნდათ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ,, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში, უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას.