Reuters: კოტ-დ’ივუარსა და განაში კაკაოს ქარხნებში მარცვლეული იწურება

FILE PHOTO: Farmers separate infected cocoa beans from a pile at a farm in San Pedro, western Ivory Coast August 12, 2010. REUTERS/Luc Gnago/File Photo

კოტ-დ’ივუარსა და განაში კაკაოს ყველაზე დიდმა ქარხნებმა გადამუშავება შეაჩერეს ან შეამცირეს, რადგან კაკაოს მარცვლეულის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც Reuters-ს ზოგიერთმა მოვაჭრემ უთხრა, ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში შოკოლადზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„კაკაოს ცუდი მოსავლის სამი წლის შემდეგ, შოკოლადის მწარმოებლებმა მომხმარებლებისთვის ფასები უკვე გაზარდეს. მოსალოდნელია მეოთხე ცუდი მოსავლის წელიწადი ამ ორ ქვეყანაში, რომლებიც მსოფლიო კაკაოს თითქმის 60%-ს აწარმოებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაკაოს ფასები გაორმაგდა და მიაღწია უამრავ ისტორიულ მაქსიმუმს“, – ნათქვამია სტატიაში.

Tropical Research Services-ის კაკაოს გლობალურმა ექსპერტმა, სტივ უოტერიჯმა თქვა, რომ “ჩვენ გვჭირდება მოთხოვნის მასიური კლება, რათა დავეწიოთ მიწოდების შემცირებას“.

„შოკოლადის მწარმოებლებს არ შეუძლიათ შოკოლადის დამზადება ნედლი კაკაოსგან და ეყრდნობიან გადამამუშავებლებს, რომლებიც მარცვლეულებს კარაქად და ლიქიორად გადააქცევენ, რომლიდანაც, თავის მხრივ, შოკოლადის დამზადებაა შესაძლებელი. მაგრამ გადამამუშავებლები ამბობენ, რომ მარცვლეულის ყიდვა არ შეუძლიათ“, – ნათქვამია “როიტერის” სტატიაში.

კოტ- დ’ივუარის ცხრა უმსხვილესი ქარხნიდან ერთ-ერთმა, გადამამუშავებელმა სახელმწიფო ქარხანა Transcao გამოაცხადა, რომ შეწყვიტა მარცვლეულის ყიდვა მათი ფასის გამო. მათი თქმით, აგრძელებენ საწყობში არსებული მარაგიდან მარცვლეულის გადამუშავებას, თუმცა, დაზუსტებული არ არის, როგორი სიმძლავრით მუშაობენ. დარგის ორმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ ქარხანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია.

განაში, რომელიც მსოფლიოში კაკაოს, სიდიდით მეორე მწარმოებელია, გასული წლის ოქტომბრიდან, 8 საწარმოდან დიდი ნაწილი მუშაობას პერიოდულად აჩერებდა. სახელმწიფო კომპანია Cocoa Processing Company-ში აცხადებენ, რომ მარცვლეულის დეფიციტის გამო, მხოლოდ 20%-ის დატვირთვით მუშაობს.

კაკაოს ფასებმა 46-წლიანი რეკორდი მოხსნეს. იანვარში კაკაოს მარცვლები 15%-ით გაძვირდა, რაც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდაა. კოტ-დ’ივუარის პორტებში ოქტომბერში, სასოფლო-სამეურნეო წლის დასაწყისიდან, იანვრის ბოლომდე, კაკაოს მიწოდება, წინა წელთან შედარებით, 35%-ით ნაკლები იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები