ანრი ოხანაშვილი: შვეიცარიაში მტკიცე მხარდაჭერა გამოაცხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი
„მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოაცხადეს საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ შვეიცარია საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
,,ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ასეთი გზავნილებით შეიძლება დავბრუნდეთ საქართველოში, იმ იმედით, რომ შვეიცარია განაგრძობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების შემდგომ მხარდაჭერას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.