ბაიდენს და ტრამპს ორივე პარტიის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის დელეგატების საჭირო ხმები აქვთ

აშშ-ის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა ორივე პარტიის პრაიმერიზებში გამარჯვება მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებად დასახელდებიან.

ჯო ბაიდენის კანდიდატურის დაყენება ფორმალობა იყო, რადგან ქვეყნის მოქმედ ლიდერს, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრას გადაწყვეტს, როგორც წესი, სერიოზული კონკურენცია არ აქვს.

რესპუბლიკურ პარტიაში კი კონკურენცია სერიოზული იყო, თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა კოლეგების დამარცხება მნიშვნელოვანი უპირატესობით შეძლო.

მოქმედი პრეზიდენტის ყულაბაში 2107 დელეგატის ხმაა, მაშინ როდესაც კანდიდატად წარდგენისთვის 1 968 იყო საჭირო; დონალდ ტრამპმა კი 1228 ხმა მოიპოვა, თუმცა, საკმარისი 1215 დელეგატის მხარდაჭერა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები