თამარ გაბუნია: ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია

,,ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით ჯანდაცვის უწყება ვითარებას აკონტროლებს.

,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მიმართულებით ფინანსდება 90-მდე აქტიური ნივთიერება. ამ ნივთიერებებს შორის არის სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი, რომელიც ემყარება საერთაშორისოდ აღიარებულ გაიდლაინებს. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე, სახელმწიფომ ექსკლუზიური პირდაპირი შესყიდვა განახორციელა მწარმოებლებისგან ორიგინალ მედიკამენტებზე, ეს არის 20-23 მოლეკულა. ამას გარდა, ბაზარზე ფარმაკოლოგიური მწარმოებლების მიერაც არის უზრუნველყოფილი მედიკამენტები. მოცვა ამ მიმართულებით მაღალია. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია. რიგი მედიკამენტები ამ დილასაც ჩამოვიდა, თვალს ვადევნებთ როგორი მდგომარეობაა, რათა პრობლემა არ შეიქმნას. სამომავლოდ იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს ადგილზე დახვდეს მედიკამენტი. ეს მიმართულება პრიორიტეტია”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები