მამუკა მდინარაძე: “ვეტინგის” მსგავსი რეფორმების გატარებით ქვეყნებმა უკან დაიხიეს სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში, ჩვენ არ ვაპირებთ – მივბაძოთ ამ ქვეყნებს

“ვეტინგის” მსგავსი რეფორმების გატარებით ქვეყნებმა უკან დაიხიეს სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში, ჩვენ არ ვაპირებთ მივბაძოთ ამ ქვეყნებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ეროვნული ამოცანაა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ.

„საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ. ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება. ნებისმიერი “ვეტინგი”, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ადამიანები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა რეიტინგში არიან რამდენიმე ათეული ქულით უკან, მსოფლიო რეიტინგებში, ბუნებრივია, ჩვენ მიბაძვას არ ვაპირებთ იმ ქვეყნების, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით. შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ და ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღოს საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია რატომ არ ვეთანხმებით “ვეტინგს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები