მიხეილ სარჯველაძე: მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა – ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება

უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან, გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა – ეს არის მთავარი მახასიათებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი გაუჭირდება, სანამ უწყებაში არსებულ ვითარებას სრულად არ გაეცნობა.

„ერთი, რაც შემიძლია – ვთქვა, უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა, ეს არის მთავარი მახასიათებელი ჩვენი მუშაობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, დრო დამჭირდება არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ამის მიხედვით შემეძლება კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე განმარტავს, რომ ყველა შემდგომი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე დაშენდება.

„მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები