ირაკლი კობახიძე – შალვა პაპუაშვილის წერილზე: ძალიან სწორი აქცენტებია, ეს არის ფუნდამენტური საკითხი

ეს ძალიან სწორი აქცენტია. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, ეს არის ღირებულებების საკითხი, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისივე შეფასებით, ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში თუ ბერლინში დიდი ყურადღება ექცევა, რადგან “ეს არის ღირებულებების საკითხი”.

„ეს ძალიან სწორი აქცენტია. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, ეს არის ღირებულებების საკითხი. ამიტომაც ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში თუ ბერლინში. ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად მყარია ღირებულებების აღქმა ევროპულ ბიუროკრატიაში, ამიტომ გვაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია ამ ვიზიტზე. ეს არის ჩვენი მთავარი საკითხი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ბიუროკრატია არის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები