ირაკლი კობახიძე: ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია

პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა. ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ვეტინგი მისთვის არა მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარეა მიუღებელი, არამედ პრაქტიკული მოსაზრებიდანაც.

„როგორც იურისტმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ვეტინგი ნამდვილად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ის ეწინააღმდეგება, პირველ ყოვლისა, ზოგად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა, საზოგადოებისთვის ნათელია. ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, ვეტინგი მიუღებელია არამხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ, პირველ ყოვლისა, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე. დღეს, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, წოწორია ვეტინგს ატარებს მოლდოვაში. ყველას შეგიძლიათ ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს ვეტინგი. ჩვენთვის ასეთი პროცესები მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები