პრემიერი – მელია-გვარამიას პარტიაზე: შეიქმნა მორიგი, ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% „ნაცმოძრაობას“ დააკლდება – ეს კარგია, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ

ალბათ, მორიგი 2%-იანი პარტია შეიქმნა, – ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნული გაერთიანება ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას“ წაართმევს.

„რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% საბოლოოდ, „ნაცმოძრაობას“ დააკლდება, ეს კარგია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები