თაკო ჩარკვიანი – გვარამია-მელიას პარტიაზე: შუა ხალხი არასდროს მისცემს ხმას ყოფილ პროკურორებს, ყოფილ განათლების მინისტრს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს თავის კუთვნილ სტაბილურ ხმას, პარტია „ახალი“ რას მიიღებს, არ ვიცი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„რა ელექტორატმა შეიძლება მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, იქვე ყოფილი მთავარი პროკურორი ზოდელავა, ყოფილი აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი ნიკანორ მელია, ძირითადად, უფრო ახალაიას გუნდის წევრები არიან.

გამორიცხულია არ იცოდნენ, რომ ის გუნდი, ვინც მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხმას, ის სააკაშვილს მისცემს ხმას, ხოლო შუა ხალხი არასდროს მისცემს ხმას ყოფილ პროკურორებს, ყოფილ განათლების მინისტრს. მე ვარ გვარამიას მიმართ სიმპათიით განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შუაში ხალხი სიმპათიით არის განწყობილი მის მიმართ. მათ ხომ შუა ხმებზე აქვთ პრეტენზია? – გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მისცემს ხმას მურთაზ ზოდელავას და ნიკანორ მელიას?

მარტივი არითმეტიკით, სააკაშვილის ხმები დარჩება სააკაშვილის ხმებად. „ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომერი მიიღებს თავის კუთვნილ სტაბილურ ხმას, ესენი [პარტია „ახალი“] რას მიიღებენ, არ ვიცი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტია „ახალში“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ მათ დღეს ოფიციალურად განაცხადეს. პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ნომერი 4 იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები