ანა წითლიძე – გვარამია-მელიას პარტიაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა 12 წლის განმავლობაში არავის გამოსვლია

არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.

„მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ“, – აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტია „ახალში“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ მათ დღეს ოფიციალურად განაცხადეს. პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ნომერი 4 იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები