Deutsche Bahn-მა პროფკავშირს “არაპროპორციული” გაფიცვებისთვის უჩივლა
გერმანული რკინიგზის ოპერატორმა – Deutsche Bahn-მა, მემანქანეთა გაერთიანება GDL-ს ახალი გაფიცვების გამო, რომლებსაც უკანონოდ მიიჩნევს, სასამართლოში უჩივლა.
ამის შესახებ Spigel-ი წერს.
პროფკავშირმა წინა გაფიცვიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში ახალი აქციები დააანონსა.
DB-ის სარჩელში ნათქვამია, რომ გაფიცვა კანონიერ ზღვარს სცდება, არის „არაპროპორციული“ და ქვეყნის მასშტაბით ლოჯისტიკისა და სამგზავრო გადაზიდვების ნორმალურ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს.
ამავდროულად, ოპერატორი მოუწოდებს მემანქანეებს, უარი თქვან აქციაზე, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და საფუძვლად მიიღონ 36-საათიანი სამუშაო კვირა ხელფასის შემცირების გარეშე. ამჟამად, სამუშაო კვირა 38 საათს შეადგენს, პროფკავშირი კი მის 35-მდე შემცირებას ითხოვს.
GDL სატვირთო მატარებლების მემანქანეთა გაფიცვას დღის ბოლოდან 12 მარტის საღამომდე გეგმავს, ხოლო სამგზავრო მატარებლების – 12 -13 მარტს.