ვითარების ესკალაციის ფონზე, ჰაიტის ევროპელი დიპლომატები ტოვებენ

ჰაიტიში სიტუაციის ესკალაციის ფონზე, ქვეყანას ევროპელი დიპლომატები ტოვებენ.

AFP გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ პორტ-ო-პრენსი გერმანიის ელჩმა, პიტერ ზაუერიმ დატოვა.

აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი, “ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან ერთად, დომინიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა“.

განცხადებაში განმარტებულია, რომ ევროპელი დიპლომატები ამ რესპუბლიკიდან “შემდგომ შეტყობინებამდე” იმუშავებენ.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ აშშ-მა პორტ-ო-პრენსიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა. ამავე დროს, საელჩოს შენობის დაცვა გაძლიერდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საელჩო შეზღუდულად ფუნქციონირებს, მაგრამ ჯერჯერობით ღიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები