ახალი ხედვა – ორთოპედიული პროდუქტების სამედიცინო მაღაზია
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქტებს აერთიანებს. ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და მთელი საქართველოს მასშტაბით ფილიალებით არის წარმოდგენილი. პროდუქტების დათვალიერება შეგიძლიათ საიტზე: http://www.akhalikhedva.ge სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. მაღაზია სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების ნივთების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ორთოპედიული ფიქსატორები ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომ გართულების თავიდან ასაცილებლად.
● ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას, ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ზურგისა და სავარძლის ბალიში დაგეხმარებათ საოფისე საქმიანობა ყოველგვარი დისკომფორტის, კერძოდ, კუდუსუნისა და წელის ტკივილის გარეშე შეასრულოთ .
● წელის კორსეტები და ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული პროდუქცია სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და ამ მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.
სასურველი პროდუქტების შერჩევა თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით პროდუქციას კონსულტანტის მომსახურებით მიიღებთ, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტის საშუალებით.