“ხდება აკუმულირება, რომ ცესკოს თავმჯდომარე, რომელიმე ხელმძღვანელი პირი დამნაშავედ გამოიყვანონ მაშინ, როდესაც არ არსებობს რამე საფუძველი, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოება” – კალანდარიშვილი

ხდება აკუმულირება, რომ ცესკოს თავმჯდომარე, რომელიმე ხელმძღვანელი პირი დამნაშავედ გამოიყვანონ მაშინ, როდესაც რეალურად არ არსებობს რამე საფუძველი, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოება, რომელიც იტყოდა იმას, რომ კონკრეტულ მოქმედებასთან, აქტივობასთან მიმართებით არსებობს რაიმე მიკერძოების ან ნეიტრალიტეტის დარღვევის შემთხვევა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

“როდესაც ჩვენ გვესმის აპელირება ცესკოს თავმჯდომარეზე, საოლქო თავმჯდომარეზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ კომისიები შედგება 17 წევრისგან, საიდანაც 8 არის პროფესიული ნიშნით არჩეული, 9 შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული წევრები, საიდანაც დღევანდელი მოცემულობის პირობებში, ერთი არის მმართველი პარტიის, ხოლო სხვა დანარჩენი ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, შესაბამისად გადაწყვეტილებები მიიღება კოლეგიურად, ხმათა უმრავლესობით. ეს არ არის ცალკე აღებული თავმჯდომარე ან სხვა რომელიმე ხელმძღვანელი პირი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ ეს არის უსაფუძვლო, უარგუმენტო მცდელობა იმისია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დაკავშირდეს მმართველ პარტიასთან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები