ერდოღანი: თურქეთი მზად არის რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს

თურქეთი მზად არის უმასპინძლოს სამშვიდობო სამიტს უკრაინის ომზე რუსეთის მონაწილეობით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთმა თავიდანვე შეიტანა და შეაქვს თავისი წვლილი მოლაპარაკებების გზით უკრაინის ომის მშვიდობიან გადაწყვეტაში.

„ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო სამიტის მასპინძლობისთვის, რომელშიც რუსეთიც ჩაერთვება“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტთან უკრაინული „მშვიდობის ფორმულაზე“ ბევრი ისაუბრეს. ამასთან, მისი თქმით, ერდოღანს ლიდერების დონეზე სამშვიდობო სამიტის მომზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები