Yle: რუსულნომრიანმა მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ
რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გამო, რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებს ფინეთის დატოვება 16 მარტამდე მოუწევთ.
ამის შესახებ Yle იტყობინება.
“შარშან შემოდგომაზე ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსული ნომრის მქონე მანქანები ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ”, – ნათქვამია გამოცემის მასალაში.
Yle-სთან საუბარში ფინეთის საბაჟო სამსახურის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, სამი რაკშიტმა თქვა, რომ 16 მარტის შემდეგ ფინეთში რუსული ნომრებით ავტომობილის არსებობა გამოძიების საგანი გახდება.
კერძოდ, დადგინდება, რატომ იმყოფება მანქანა ქვეყანაში, რამდენი ხანია, რაც ფინეთში იმყოფება და დაცულია თუ არა ყველა საჭირო ფორმალობა.